LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოოპარკი ვიზიტორებისთვის ღიაა, მხოლოდ დაიცავით უსაფრთხოების საყოველთაო წესები

1041
91148991-10158595520674575-9192908259026010112-o

არავითარი დამატებითი წესები, მხოლოდ დაიცავით ის რეკომენდაციები, რაც ღია სივრცეში ყოფნის დროს აუცილებელია – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი. ზურაბ გურიელიძემ ამის შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ  თბილისის ზოოპარკში კარანტინი დასრულდა.

„უსაფრთხოების წესები ზოოპარკში შემოსვლისას იგივეა, რაც ადამიანმა ზოგადად ღია სივრცეში ყოფნის დროს უნდა დაიცვას, არავითარი დამატებითი უსაფრთხოების წესები აქ საჭირო არ არის. რაც შეეხება ვირუსის გადადებას ცხოველიდან ადამიანზე, ან პირიქით, მოგახსენებთ, რომ ერთი ცნობილი შემთხვევა არის დაფიქსირებული ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში, როდესაც ადამიანიდან ვეფხვს გადაედო ვირუსი, სხვა დანარჩენი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციით, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ახალდაბადებული სამი ფაფრიანი ცხვარი, კავკასიური ჯიხვი და ა.შ. მისი თქმით, ზოოპარკის ბინადრებს უახლოეს დღეებში შეემატება ირმები, ნიამორები და სხვა იშვიათი ჯიშის ცხოველები.

„დაიბადა დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც ენდემური სახეობაა. ჯერჯერობით სქესი არ ვიცით, რადგან სამი დღის წინ დაიბადა და დედას ეფარება და მისი შეწუხება სქესის დასადგენად ნაადრევია. თანაც რა სქესისაც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რადგან დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, გარდა იმისა, რომ ენდემური სახეობაა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა და წითელი ნუსხის ძალიან მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ მისი დაბადება ძალიან სასიხარულოა, მით უმეტეს, რომ ჩვენ დავიწყეთ დასავლეთ კავკასიური ჯიხვის აღდგენის პროექტი“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g