LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ახალი ავიაკომპანიები შემოდიან

100
Exactly-how-many-planes-are-there-in-the-world-today-

კომპანია TAV Georgia ფრენის სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რამდენიმე ავიაკომპანიასთან აწარმოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარაძე აცხადებს, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაც სურს.

„მიმდინარე წლის ზაფხულში, 2019 წლის ზაფხულთან შედარებით, მგზავრთნაკადის 50%-მდე აღდგენას ველოდებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს. მოლაპარაკებებს ყველა არსებულ ავიაკომპანიასთან ვაწარმოებთ. ზაფხულიდან სიხშირეებიც იზრდება და ახალი ავიაკომპანიებიც შემოდიან ბაზარზე“, – განაცხადა ზაქარაძემ.

მისივე ინფორმაციით, 1-ლი აპრილიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 30-მდე რეისი შესრულდება და 12 ავიაკომპანია იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g