რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:
თელ-ავივი – 7 რეისი; შარჟა – 2 რეისი; დუბაი – 3 რეისი; დოჰა – 3 რეისი; აბუ-დაბი – 1 რეისი; ქუვეითი – 1 რეისი; ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.
