LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა

508
BeFunky-collage (1)

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის – „უჩინმაჩინის ქუდი“ პრემიერა შედგა. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე, თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს.

 

 

გალა-კონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქის მთავარი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალაც გაიმართება, რომლის ფარგლებში, თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g