LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

104
აქცია

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.

პროტესტის 143-ე დღეს თბილისში, აქცია/მსვლელობები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, აქციის მონაწილეები 19:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ, ასევე 19:00 საათზე მოქალაქეების კიდევ ერთი ნაწილი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

23:00 საათზე კი გაერთიანებული აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირზე აღდგომას ერთად შეხვდებიან.

რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:

გორი – 17:00 საათზე, საკრებულოს წინ აქცია გაიმართება ლოზუნგით – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“.

ახალციხე – 18:00 საათზე აქცია გაიმართება, შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმი – 19:00 საათზე, აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ლოზუნგით – „სამშობლოს სამსახურში!“;

ზუგდიდი – სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით – „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“;

თელავი – მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე;

ქუთაისი – მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“;

ჩხოროწყუ – მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით – „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g