LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და რუსთავში საწვავის ფასის გაძვირება გზის გადაკეტვით გააპროტესტეს

86
BeFunky-collage (7)

„არა საწვავის გაზრდილ ფასებს“ – ამ ლოზუნგით საავტომობილო კოლონამ სვლა გმირთა მემორიალიდან დაიწყო, ხმოვანი სიგნალებით ძველი და ახალი რუსთავის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს.

აქციის მონაწილეები საბოლოოდ შარტავას გამზირზე გაჩერდნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. ნახევარი საათის განმავლობაში მთლიანად ბლოკირებული იყო საავტომობილო მოძრაობა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების წარმომადგენლებთან საწვავის ფასის ცვლილებაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორის ერეკლე დოლიძე აცხადებს, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე აღნიშნულ საკითხზე მათ კონკრეტული პასუხისმგებელი პირი არ დაელაპარაკება და კითხვებზე პასუხს არ მიიღებენ.

“ინფო რუსთავის” ცნობით, რუსთავის ავტობანის გადაკეტვის შემდეგ მძღოლებმა პირობა მიიღეს, რომ მათთან მოსალაპარაკებლად ხელისუფლების წარმომადგენელი მოვიდოდა, რის შემდეგაც მათ გზა გახსნეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g