LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 12 წლის ელენეს ეძებენ – “დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან და სკოლაში არ მისულა”

81

თბილისში, 12 წლის ელენეს ეძებენ. როგორც “ფორტუნას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გოგონა ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობს, სახლიდან, 5 ნოემბრის დილის 9-ის ნახევარზე გავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია. ამ დრომდე ბავშვზე ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება.

“მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის, მასზე არანაირი ინფორმაცია არ არის,” – განუცხადეს “ფორტუნას” შსს-ში.

ოჯახის ახლობლები, საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ თუ ბავშვი შენიშნეს ან მასზე რამე იციან – დარეკონ ნომერზე 577337616 .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g