თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 16 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც “ფორტუნას” თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 16 წლის გოგონას კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
“ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.