LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 17 დეკემბერს ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

203

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი ”თბილისის ზღვის პლაზა” 17 დეკემბერს გაიხსნება.

”ჰუალინგ ჯგუფიდან” ფორტუნას აცნობეს, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამჟამად სხვადასხვა უცხოურ ბრენდებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ახალ სავაჭრო ცენტრში ისეთი ბრენდებიც იქნება, რომლებიც ქართულ ბაზარზე ამ დრომდე არ არიან წარმოდგენილები, თუმცა მათი დასახელებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.

იგეგმება, რომ „თბილისის ზღვის პლაზა“ საქართველოსა და კავკასიის ყველაზე დიდ საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრად იქცეს, ის მომავალში თავის თავზე აიღებს ევრაზიის რეგიონის საბითუმო, საცალო და და სადისტრიბუციო ცენტრის როლს, თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალ საქონელს და მოიზიდავს საუკეთესო კადრებს კომერციის სფეროში, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას ევრაზიის სატრანზიტო პუნქტის როლის შესრულებაში.

საბაზრო და სავაჭრო ტერიტორია მოიცავს: საბაზრო ზონას, გადამამუშავებელ ზონას, საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერმინალს, სასაწყობო ზონას, კომერციულ საფეხმავლო ქუჩას და სხვა სახის დაწესებულებებს.

სავაჭრო ობიექტები დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთა, ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტო მანაქანის ნაწილები და სხვა.

„თბილისის ზღვის პლაზაში“ ასევე განთავსებული იქნება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g