LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 18-24 მეტრიანი ავტობუსები შემოდის – კალაძე განმარტავს, როგორ შეძლებენ ისინი გადაადგილებას

432
66521734-1785131424923619-5916534724045570048-o

დედაქალაქში 18-24 მეტრიანი ავტობუსები შემოვა. იმისთვის, რომ ამ ზომის ავტობუსებმა, უპრობლემოდ და თავისუფლად შეძლონ გადაადგილება, მათთვის შესაბამისი საავტობუსე ზოლები და ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

როგორც კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველგან სადაც ახლა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ითვალისწინებს საავტობუსე ზოლების მოწყობასაც. 

„ყველგან გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები და ინფრასტრუქტურული პროექტი, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ იყოს,“ – განაცხადა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ძველი ავტობუსები, სრულად ჩანაცვლდება ახალი, გამართული ტრანსპორტით.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა სატრანსპორტო რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს ტრანსპორტის ერთიანი სისტემის პრეზენტაციას. მანვე დააანონსა, რომ ეს სისტემა ერთიან ბილეთებსაც მოიცავს.

“ფორტუნასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ აპრილში განაცხადა, რომ ტრანსპორტის ახალი თემა ოქტომბერში დამტკიცდება. მანვე აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტების მოსახლეობისთვის გასაცნობად დაახლოებით, 4-თვიანი კამპანია იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g