LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთათურებს თანამედროვე სტანდარტის 10 ახალი ავტობუსი მოემსახურება

170
ავტოოოოოობ
19 ნოემბრიდან, ქუთაისში მგზავრებს თანამედროვე სტანდარტის 10 ახალი ავტობუსი მოემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 18.7 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობს.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი: 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.
პირველად, ახალი ავტობუსები სამუშაო ხაზებზე, ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან გავიდნენ. პროცესს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
”ამ ეტაპისთვის ქუთაისში 50 მგზავრზე გათვლილი 10 ახალი ავტობუსი ჩამოვიდა. ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენი ქალაქის ქუჩებში უკვე, მუნიციპალური ტრანსპორტი დადის. მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი, ქალაქს ეტაპობრივად კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი გადაეცემა. ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, კომფორტულია და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გარემოსთვის უვნებელი”. – განაცხადა, დავით ერემეიშვილმა.
19 ნოემბრიდან, ათივე ახალი ავტობუსი ქალაქის სატრანსპორტო ქსელში ჩაერთვება და ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს. 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე, ხოლო 4 ავტობუსი – ავტოქარხანა – წითელი ხიდის მარშრუტზე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები