ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით არასრულწლოვნები თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
