LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 25-31 დეკემბერს ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება

maxresdefault

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საავტომობილო გზების იმ კონკრეტული მონაკვეთების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც წინასაახალწლო დღეებში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ ან სრულად შეიზღუდება. აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საგზაო უსაფრთხოების დაცვისა და მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თბილისში ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად შეიზღუდება.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

– ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ. წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე.

– ე.წ. „დინამოს“ წრიდან ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები „დინამოს“ წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

– ასევე, შეიზღუდება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით.

– ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება „დინამოს“ წრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები