თბილისში, სამგორში 80 წლამდე ასაკის ქალს ევაკუატორი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა გზის ის ნაწილი გადაკვეთა, სადაც ქვეითთა გადასასვლელი არ არის.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.