LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალაშენებული საცხოვრებლები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდის რაიონშია

137
მთაწმინდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა.

ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბინების სეგმენტში ფასები გაიზარდა 4.8%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი – 4.6%-ით.

2024 წლის მეორე კვარტალში, უბნების მიხედვით, ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირს. ბინების სეგმენტში 1 კვ.მ-ის ფასი 5737 ლარი, კერძო სახლების სეგმენტში კი – 4423 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g