მატარებელი 26 წლის ქალს დაეჯახა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის მიახლოება ვერ იგრძნო.