თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალებაზე კლინიკაში კომენტარს აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში მშობიარე ქალი ერთი დღის წინ შეიყვანეს, რომლის მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, შემდეგ კი საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. როგორც კლინიკაში განმარტეს, უეცრად ნაყოფს ბრადიკარდია განუვითარდა.
„უეცრად ნაყოფს განუვითარდა ბრადიკარდია რაც გულის რითმის დაქვეითებას ნიშნავს, სასწრაფო წესით განხორციელდა საკეისრო კვეთა, ზუსტად 7 წუთში ამოიყვანეს ნაყოფი მაგრამ სამწუხაროდ ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, რაც შეეხება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურში.
გუშინ თბილისის რეფერალური ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა. 24 წლის ქალის ახლობლები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ.