მთავარ სლაიდზე ფოტო არქივიდან
თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ხალხს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია” ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთში მიმართავს.
საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.
დღეს, 24 ივნისს, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენონ. მოთხოვნების შინაარსი ამ დრომდე მედიისთვის ცნობილი არ არის.