2 ივნისს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის 363-ე, ყველაზე მასშტაბური ფილიალი გაიხსნა. აფთიაქს სავაჭრო ცენტრის „ქარვასლას“ ორ სართულზე ათასი კვადრატული მეტრი უკავია. აქ წარმოდგენილია როგორც მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, ისე პრემიუმკლასის ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია: თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული და სამკურნალო კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებები და აქსესუარები.

პაატა კურტანიძემ, ჰოლდინგ „ავერსის“ დამფუძნებელმა, აღნიშნა, რომ თითოეული ავერსელის მიზანი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია, ამიტომ „ავერსი“, უპირველეს ყოვლისა, ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. სააფთიაქო ქსელის ახალი, სრულიად განსხვავებული ფილიალი სწორედ ამ მიზნით და მომხმარებლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიქმნა. პაატა კურტანიძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში.

ბრენდმენეჯერმა თამარ კობახიძემ მომხმარებელს წარუდგინა დედებისა და ბავშვების საყვარელი იტალიური ბრენდის „ჩიკოს” შოურუმი, რომელიც აფთიაქის პირველ სართულზეა განთავსებული. აქ წარმოდგენილია ბრენდის სრული ასორტიმენტი: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაბადებიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, უსაფრთხო და ბუნებრივი მასალის სათამაშოები, აქსესუარები, საბავშვო ინვენტარი – ეტლები, სკამ-მაგიდები, მანქანის სავარძლები და სხვა. ბრენდმა მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა, უპრეცედენტო ფასდაკლება კი 5 ივნისამდე გაგრძელდება.

საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, რომელიც ავერსული წვეულების საპატიო სტუმარი იყო, სიხარული გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იტალიურ ბრენდს „ჩიკოს“ ქართველ მომხმარებელთან სწორედ „ავერსი“ წარადგენს.

აფთიაქის მეორე სართულზე მდებარეობს აუთლეტი, სადაც მომხმარებელი მაქსიმალური ფასდაკლებით შეიძენს თავის მოვლის საშუალებებს.
ეკა ბურძენიძემ, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა თითოეულ მომხმარებელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ყოველი წარმატება სწორედ მათ უკავშირდება.

„ავერსი“ განაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სააფთიაქო ქსელის მომსახურება.
#სიყვარულითავერსი
(R)