თბილისში ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა გლდანის ტერიტორიაზე მოხდა. ავტომობილი გზიდან გადავარდა და ადგილზე დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
