LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ავტომობილის საჯარიმო ევაკუაციის საფასური 150 ლარი ხდება – როდიდან შედის ცვლილება ძალაში

101
სითი პარკლი

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g