LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბაჰრეინის წამყვანი კომპანია შემოვიდა, რომელიც 500 ადამიანს დაასაქმებს

326
277780221_276275418026784_7096453508718194004_n

ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf Hotels Group საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას.

თბილისის აკვაპარკსა და სასტუმროს მართვაში მსხვილი ბაჰრეინული მართვის კომპანიის შემოსვლის შეთანხმების ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ხელმოწერის ცერემონია თბილისში, კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ კუთვნილი აკვაპარკის ტერიტორიაზე გაიმართა. ხელშეკრულების თანახმად, Gulf Hotels Group აკვაპარკისა და კომპლექსში მდებარე ახლად აშენებული სასტუმროს მართვას განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კომპანია N&G – ის დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ და Gulf Hotels Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფარუკ ალმოაიდმა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი პერსონალი, რომელიც თბილისში, აკვაპარკის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიან Gulf Aquamarine Hotel-ში დასაქმდება, არასეზონის დროს Gulf Hotels Group – ის სხვა სასტუმროებში შეძლებენ დასაქმებას. აღნიშნულ ობიექტზე იგეგმება 500 ადამიანის დასაქმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები