ზეთის ფასის გაძვირებას საქართველოში სხვადასხვანაირად ეხმიანებიან. გოგა წურწუმიამ გადაწყვიტა, რომ ასეთ ძვირფას შენაძენს შინ ვერ დატოვებს და მას თბილისში „ასეირნებს“.
„ფასიდან გამომდინარე, სახლში ვეღარ ვტოვებ“, აღნიშნავს ის.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ასევე ერთ-ერთ მარკეტში გადაღებული ფოტო, სადაც ზეთის დახლთან ასეთი წარწერაა გაკეთებული: „ზეთებთან სელფის გადაღება ფასიანია“.