LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფი შემოდის

327
aicar

6 აპრილს, 19:00  სთ-ზე თბილისში, აბანოთუბანში ინდუსტრიული ჰოლდინგი aigroup-ი გრანდიოზულ პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრებიან. ასევე პრეზენტაციაზე იქნებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებიც. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ იმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველსაც შეუძლია.

ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy, aicar, aipower და aiproduction.

ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს “ქარშეარინგის” სერვისს, ასევე ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყება. სულ რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და უმსხივლეს 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

რაც შეეხება aigroup-ში შემავალ კიდევ ერთ კომპანია aicar-ს, aicar-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები, ამ კუთხით ის მომხმარებელს მოქნილ სერვისს ე.წ საზიარო ავტომობილს სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით. ავტომობილით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია.

aipower ესაა კომპანია, რომლის მიმართულებაც მზის ელექტროსადგურებისა და პანელების დამონტაჟება იქნება. დასაწყისისთვის იგეგმება მზის ელექტრო სადგურების ეტაპობრივად დამონტაჟება დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებზე. გამოყენებულ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები, განახლებადი ენერგიის მიღებისათვის. მზის სადგურები გაზრდის ენერგიის წარმოებას უმოკლეს ვადებში და შეამცირებს იმპორტს. რაც თავის მხრივ შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ გაზზე.

aienergy-ს მიერ, სერვისის ფარგლებში, დედაქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა.

aiproduction-ი კი ითვალისწინებს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომანქანებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას. პირველი ქართული ელექტრომობილის წარმოება, წლის ბოლომდე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები