თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის საელჩოში, ქვეყნის დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვს შეხვდა. შეხვედრის დროს განიხილეს, საქართველოში იძულებით მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების საკითხები.
აგრეთვე, საქართველოს სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნა და კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის ფინანსური დახმარება.
უკრაინის საელჩოს ცნობით, კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან თანამშრომლობით მზად არის, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინის გმირების“ სახელის მინიჭების საკითხზე.
“უკრაინულმა მხარემ მადლობა გამოხატა თბილისის მერიის მიერ უკრაინისთვის 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის (საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ.),” აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.