თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მამაკაცს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის და 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.