„გუალე – კეთილი გულით“ – ეს საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც „ახალი საზოგადოება“, მისი მხარდამჭერები და სხვა მოხალისეები აორგანიზებენ.
პროექტის ფარგლებში, შეჭირვებულ ადამიანებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ ცხელი, ჯანსაღი სადილი.
პროექტი 22 დეკემბერს კვირა დღეს დაიწყო, გამცემი პუნქტის კარავი განთავსებული იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ერთი ადამიანის ულუფა კი შეადგენდა: 250 გრამ მოხარშულ ორაგულს, 350 გრამ ცხელ სოკოს სუპს, 400 გრამ ცხელ კომპოტს და 500 გრამ პურს.
პროექტი იმავე ადგილას ყოველ კვირა დღეს ჩატარდება.
საქველმოქმედო პროექტის ავტორები ელოდებიან რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ვისაც ცხელი კერძი სჭირდება. ასევე ისინი აანონსებენ, რომ პროექტი მომავალში თბილისის სხვადასხვა უბნებსაც მოიცავს.
„ახალი საზოგადოების“ ხელმძღვანელის ლუკა ქამუშაძის თქმით, მათი სურვილია, რომ კვირაში ერთხელ, ფინანსურად შეჭირვებულ ადამიანებს, მიაწოდონ ის ცხელი საკვები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
პროექტს ორგანიზებას უწევს „ახალი საზოგოდოება“, ,,ხანძთელის ფონდი” და ,,საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება” .
გახსნილია ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გაზრდით დაპურებულთა რაოდენობას
ანგარიში: GE75TB7737036080100015
მიმღები: ახალი საზოგადოება