საჯარო ფორუმი Talking Environment – „გარემოს ქმნი შენ“ – ყველაზე მასშტაბური საჯარო ღონისძიება გარემოს დაცვის საკითხებზე გაიმართება 5 მაისს (12:15) საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი).
ღონისძიებას დაესწრება ფართო საზოგადოების, ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, პროექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400-ზე მეტი წარმომადგენელი.
ფორუმის მიზანია გარემოს დაცვის, განსაკუთრებით, ნარჩენების მართვის საკითხებში, ფართო საზოგადოების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა.
მთავარი მომხსენებლები:
– კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში;
– ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
– კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
– ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
– გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი;
– მაიკე დამენი, საერთაშორისო ექსპერტი;
– ხათუნა გოგალაძე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი;
– ნინო თევზაძე, CENN.
ფორუმი ტარდება ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში, ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში.