LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Hard Rock Cafe გაიხსნა

243

მსოფლიოში სახელგანთქმული სარესტორნო ბრენდი საქართველოში შემოვიდა- თბილისში Hard Rock Cafe გაიხსნა.  დაწესებულება  Hard Rock International-მა, GDRC ჯგუფთან თანამშრომლობით,  დედაქალაქის ცენტრში, ისტორიულ ვერის უბანში გახსნა.hard cafe.png1

„ეს Hard Rock-ის პირველი კაფეა საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანი ბაზარია ბრენდისათვის. ჩვენ ვერ მოვნახავდით უკეთეს ადგილმდებარეობას თბილისში და ვერც უფრო მონდომებულ პარტნიორს, როგორიც GDRC ჯგუფია.  თბილისი მდიდარი და ზედგამოჭრილი ქალაქია Hard Rock Cafe-სთვის. ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს ამ აღმავალ და ენერგიულ საზოგადოებაში შემოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანიბალ ფერნანდესმა, განვითარებისა და ოპერაციების რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა (Hard Rock International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ზონა).

ახალი ორსართულიანი კაფე, რომელსაც 1300 კვ.მ. უჭირავს, მდებარეობს აღდგენილ ღვინის ქარხანაში პეტრიაშვილის ქუჩის N1-ში და 260 სტუმრის მიღება შეუძლია. Hard Rock Cafe მოიცავს შიდა და გარე სასადილო სივრცეებს, ორ ვრცელ ბარს, ტერასასა და კერძო ღონისძიებების სივრცეს.

hard cafe.png3როგორც კაფის ადმინისტრაციაში განაცხადეს, Hard Rock Cafe-ს კედლები მორთულია Hard Rock-ის საკულტო მემორაბილიის კოლექციით, რომელშიც შედის მსოფლიოს ლეგენდარული თუ თანამედროვე მუსიკოსების ნივთები. მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ მაიკლ ჯექსონის მაისური, რომელიც მას ჯექსონების 1984 წლის “Victory” ტურის დროს ეცვა; კით რიჩარდსის ზოლიანი ჟილეტიროლინგ სტოუნსის 1967 წლის კონცერტიდან; როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის მოოქრული ლომის გულსაკიდი, რომელიც მას ამშვენებდა აშშ-ის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან ცნობილი შეხვედრის დროს, 1970 წელს.

”თბილისის Hard Rock Cafe-ს სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა  კერძები Hard Rock-ის მენიუდან, მათ შორის ფანების საყვარელი Legendary Experience მენიუ ბურგერების არჩევნით. Hard Rock-ის შებოლილი კერძების მენიუ შეიცავს წვნიან და რბილ სრულყოფილებამდე მომზადებულ ანტრეკოტს, ქათმისა და ღორის ხორცს, რომლებიც შებოლილია საუკეთესო ჰიკორის ხის ბურბუშელის ნელ ცეცხლზე. გარდა საკვებისა, Hard Rock Cafe-ს გამორჩეული და მრავალგზის დაჯილდოებული სასმელების მენიუ შეიცავს ქარიშხლებს, მარგარიტებს, საფირმო რჩეულ და ალტერნატიული როკის (უალკოჰოლო) სასმელებს. ყოველი მათგანი ხელმისაწვდომია Hard Rock-ის სასაჩუქრე საკოლექციო ჭიქაში, ”- აღნიშნეს თბილისის Hard Rock Cafe-ში.

ცნობისთვის, Hard Rock International, რომელიც წარმოდგენილია 70 ქვეყანაში 165 კაფეთი, 23 სასტუმროთი და 11 კაზინოთი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანიაა. ერიკ კლეპტონის გიტარიდან მოყოლებული Hard Rock ფლობს ყველაზე დიდ მუსიკალური მემორაბილიის კოლექციას, რომელიც გამოფენილია მის დაწესებულებებში მთელ მსოფლიოში. პირველი Hard Rock Cafe კი  1971 წელს ლონდონში გაიხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g