LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ჯავის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

274
მკვლელობა

თბილისში, ჯავის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

გარდაცვლილი 45 წლამდე ასაკის მამაკაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პირადი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა.

გავრცელებული ცნობითვე, გარდაცვლილი მრავალჯერ ნასამართლევი იყო.

როგორც „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარს თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მამუკა გუგეშაშვილი გამოეხმაურა:

„პოლიტიკური განცხადებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა“, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები