სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მორიგი ქართული საწარმო „მეგადორსი“ გაიხსნა, რომელიც MDF-ის ინტერიერის კარებს ამზადებს.
საწარმოს ასაშენებლად, ეკონომიკის სამინისტროსგან, კომპანიას თბილისში, კაიროს ქუჩა N44 მდებარე 5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. პროგრამის ფარგლებში „მეგადორსმა” ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტითაც ისარგებლა.
ამ ეტაპზე საწარმოს შესაქმნელად „მეგადორსმა“ 1 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და 35 ადამიანი დაასაქმა. ამასთან, უახლოეს პერიოდში კომპანია რკინის კარების ხაზის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს.