თბილისში, კინო საქართველოსთან მამაკაცი დაჭრეს – ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიება და შესაბამისად, ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.