LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კოვიდ-სასტუმროს 100 ნომერი 2 დღეში შეივსო

206
Hotel-covid2

2 დღეში შევსებული კოვიდ სასტუმრო – რამდენიმე დღეა, რაც თბილისში Iveria Inn კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობს და მისი 100 ნომერი უკვე შევსებულია.

როგორც სასტუმროების ქართული ქსელის Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო და კარგად მუშაობდნენ, ისინი სახელმწიფოს გვერდში დაუდგნენ.

„ბევრჯერ გვთხოვეს და ჩვენი ქსელიდან მხოლოდ ერთი სასტუმროს დათმობა შევძელით. ინფიცირებულების უმრავლესობა რადგან თბილისშია და პრობლემურია ადგილები, Iveria Inn გამოვყავით“-აცხადებს კოკაია.

შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g