LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

128
111

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” გახსნა.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებაზე, ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობასა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

„საქართველოს დიდი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ძველი კურორტები და განვავითაროთ ახალი საკურორტე ადგილები იმისთვის, რომ საბოლოოდ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ ტურიზმის სექტორში“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომელთაც „კურორტების განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ქვეყანაში ამ ინდუსტრიაში არსებული სურათი და სააგენტოს საქმიანობის მთავარი ასპექტები და გეგმები გააცნო.

ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ 200-ზე მეტი კურორტის და საკურორტე ადგილის არსებული მდგომარეობა შეისწავლა. შედეგად, 60 შედარებით მეტი პოტენციალის მქონე ადგილი შეირჩა, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიების მიერ ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები ჩატარდა. უახლოეს ხანებში იგეგმება ცალკე სამუშაო შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, სადაც მათ ამ კონკრეტული ტერიტორიების საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალება ექნებათ.

mazda magti 5g