LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება

233
qucnashvili

19-22 ივნისს თბილისში 26-ე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

“მოგეხსენებათ, საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მატარებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა გაერთიანებულია რამდენიმე საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, მათ შორის, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში. ჩვენი ყველას ერთად მცდელობით ოპოზიციასაც არ უნდა დავუკარგოთ წვლილი, ვინაიდან ისინიც გვეხმარებოდნენ, შევძელით, რომ 26-ე გენერალური ასამბლეა შედგება თბილისში 19-22 ივნისს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ასამბლეის თემა იქნება “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”. ღონისძიებაში 23 ქვეყნიდან დეპუტატები მიიღებენ მონაწილეობას.

magti 5g