LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მდებარე ბანკის ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა

359
interieri

თბილისში მდებარე პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა. ნაგებობა საქართველოში პირველია, რომელსაც ენერგო და რესურს ეფეტურობა Edge საერთაშორისო სერტიფიკატით დაუდასტურდა. საერთაშორისო აუდიტორებმა შეაფასეს ბანკის თანამედროვე არქიტექტურული დიზაინისა და ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტურობის ერთობლიობა, რაც წლებია პროკრედიტ ჯგუფის ეკოლოგიაზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია.

„ფართოდ შემინული ფასადი და ატრიუმი ბუნებრივ დღის სინათლეს უზრუნველყოფს შენობაში, ამასთანავე დაბალემისიური მინები და თბოიზოლირებული საფარი მინიმუმამდე ამცირებს თბოდანაკარგს. მთელი ნაგებობა აღჭურვილია LED განათებით, რომელსაც დატვირთვის სენსორები და განათების კონტროლის ფუნქციები აქვს. გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის მაღალ-ეფექტური მოწყობილობა კომფორტულ ატმოსფერულ ჰაერს აწვდის შენობას და, ამავე დროს, ზოგავს ენერგიას“, – აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად შენობა, არამედ ასევე რესურსების ეფექტური მოხმარება, რისთვისაც პროკრედიტ ბანკი საქართველომ სათაო ოფისში დაამონტაჟა წვიმის წყლის შემგროვებელი ერთ-ერთი პირველი სისტემა ქვეყანაში. გარდა ამისა, ერთადერთი ბანკია, რომელსაც საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს, სისტემა გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ბანკის საკუთარი მოხმარებისა და ელექტრომობილების დასამუხტად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g