თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეტა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.