LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა – გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს

191
შსს

თბილისში, 175-ე სკოლის მიმდებარედ, მოსწავლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს შორის იყო.

გავრცელებული ინფორმაციითვე, მოზარდმა დაზიანება მიიღო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g