LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მოთხოვნა მაღალი კლასის ბინებზე გაიზარდა – რამდენით მოიმატა ფასებმა ცენტრალურ უბნებში

236
q92jcfwsmk9k0sg

2022 წლის მაისში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,398 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 69%-ით, 168 მლნ დოლარამდე გაიზარდა, – თბილისის საცხოვრებელი ბინების გაყიდვების განახლებული სტატისტიკა Colliers Georgia-მ ვებგვერდ recov.ge-ზე გამოაქვეყნა.

მაისში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 66%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 39%-ით არის გაზრდილი 2021 წლის მაისთან შედარებით.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებელი 44%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 274%-ით გაიზარდა.

Colliers Georgia-ს განახლებულ სტატისტიკაში ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდ ფასზეცაა საუბარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად ქალაქის ფართო ცენტრში – 14%-ით გაიზარდა, გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი – 10% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ყველაზე დიდი 12%-იანი ზრდა კვლავ ფართო ცენტრში ფიქსირდება, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში კი ფასები 8% და 5%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g