LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მშობელმა სკოლის დირექტორს ხელზე უკბინა

155-ე-სკოლა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შედეგადაც  მშობელმა დირექტორს უკბინა.

როგორც რადიო “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ვაზისუბნის ერთ-ერთი სკოლის ერთ-ერთი კლასის მოსწავლის მშობელი სკოლაში დაიბარეს. თავდაპირველად შელაპარაკება მშობელსა და მასწავლებელს შორის მოხდა, სიტუაციაში გასარკვევად სკოლის დირექტორი ჩაერია. სიტყვიერი დაპირისპირება მშობელსა და დირექტორს შორის გაგრძელდა და მალევე ფიზიკურში გადაიზარდა – მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.

შსს-ში აცახდებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ დანიშნულია ექსპერტიზები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g