თბილისში, ორთაჭალაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი პლასტმასის გაყვანილობებს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.