LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პირველი გრძელვადიანი „ფლი მარკეტი“ გაიხსნა

463
IMG_2375

თბილისში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, ფლი მარკეტი გაიხსნა. Flea Market Wine Factory N1-ში წარმოდგენილია ანტიკვარული და 60-70-იანი წლების ავეჯი და აქსესუარები. ნივთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი, ძირითადი ნიწილი კი – ჰოლანდიიდან. კოლექცია მოიცავს გასული საუკუნის ცნობილი დიზაინერებისა და ბრენდების ნამუშევრებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის თბილისში პირველი გრძელვადიანი ფლი მარკეტი, რომელიც საზოგადოებას ყოველთვის შესთავაზებს სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით საღამოებს.

გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც 14 თებერვალს გაიმართა, ავეჯი წარმოდგენილი იყო ექსპოზიციად. ასევე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ღვინის ქარხნის ისტორიული ფოტომასალა, რომელიც პროექციის სახით იყო ნაჩვენები. საღამოზე გამოფენილი იყო თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომელიც საღამოსთვის სპეციალურად Tbilisi Print Festival-მა წარადგინა.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ახალგაზრდა ჯაზმენებისგან შემდგარი ბენდი – Luka Topuria & Band.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები