3 აგვისტოს, 15:00 საათიდან, თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ვეკუას ქუჩაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მწარმოებლები შესთავაზებენ ჩურჩხელას, ჩირს, ტყლაპს, თაფლს, ჩაის, ღვინოსა და ა.შ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული წესით დამზადებული ყველის ნაირსახეობაც.