საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხს დაუჭირეს მხარი, რომელიც საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა წარადგინა. კერძოდ, კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს, მსახიობ კახი კავსაძის სახელი მიენიჭა. მთაწმინდის რაიონში კი, კოტე მესხის შესახვევს კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელი ეწოდა.
დღევანდელ სხდომაზე კრწანისის რაიონში, შოთა ნიშნიანიძის გასასვლელისთვის ცნობილი მომღერლის ზურაბ დოიჯაშვილის სახელის, ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ტყის ქუჩას და I ჩიხს კი, ცნობილი ექიმის, პროფესორის იოსებ აბაკელიას სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.