მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები.
“სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას”
განსაკუთრებით დიდი ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი ამცრელი სივრცეებისკენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.