თბილისში რამდენიმე დღეში N54 და N64 ავტობუსები დაიწყებს მუშაობას. N82 ავტობუსის ხაზი კი უკვე შევიდა ექსპლუატაციაში. ახალი ავტობუსები დიღმიდან, სოფელ ახალდაბიდან და ჩიქოვანის ქუჩიდან ივლიან.
„დედაქალაქს ორი ახალი მარშრუტი დაემატება, ეს არის #54 და #64, რამდენიმე დღეში უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას, ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მიმოსვლის გაუმჯობესების მიზნით დავნიშნეთ #82 ავტობუსი, რომელმაც უკვე გუშინ დაიწყო მუშაობა, ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა უბანში ეს პრობლემა მოგვარდეს,“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ რჩება ისეთი რაიონები და ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს, ან დიდი ინტერვალით მოძრაობს და სწორედ ამიტომ ახალი მიმართულებების დამატება მოსახლეობას გადაადგილებას გაუმარტივებს.