LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რძისა და რძის ნაწარმის უვნებლობის საკითხებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

126
რძე

14 დეკემბერს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში რძისა და რძის ნაწარმის უვნებლობის საფრთხეებსა და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს წარადგენს. მონიტორინგი ევროკავშირისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში ასევე განხორციელდა ყველის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზები და რძისა და რძის ნაწარმით მოვაჭრე მაღაზიების მონიტორინგი.

ღონისძიებას გახსნიან ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) აღმასრულებელი დირექტორი და ქეთევან ხუციშვილი,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერი.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, სამთავრობო, დონორი, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, რომელიც მონიტორინგის შედეგების წარდგენის შემდეგ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g