LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საერთო სამუშაო სივრცის საერთაშორისო ბრენდი შემოდის

36

საერთო სამუშაო სივრცის საერთაშორისო ბრენდი Impact Hub-ი ამიერიდან  საქართველოშიც  იმუშავებს.  Impact Hub Tbilisi გლობალური ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა.

როგორც ”ფორტუნას” Impact Hub Tbilisi-იდან აცნობეს, მულტიფუნქციური და მოქნილი ინფრასტრუქტურით, ჰაბი იქნება საუკეთესო ადგილი  მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის, ცოდნის მისაღებად თუ საინტერესო კავშირების  დასამყარებლად.

მათივე ცნობით, აქ თავს მოიყრიან აქტიური, ენერგიული, მოტივირებული და სიახლეების მოყვარული ადამიანები. ჰაბი უმასპინძლებს საინტერესო ღონისძიებებს, სასწავლო  პროგრამებს, დისკუსიებსა თუ პრეზენტაციებს.

”პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, Impact Hub Tbilisi ხელს შეუწყობს აქტუალური და პრობლემატური საკითხების წამოწევას. 6 ოქტომბერს 17:00 საათზე Impact Hub-ში გაიმართება პანელ-დისკუსია ”ეკოსისტემების შექმნა მდგრადი სოციალური ცვლილებებისთვის”.  ქართველი და უცხოელი ექსპერტები სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის შესახებ ისაუბრებენ.

6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, Impact Hub-ში (ნინოშვილის ქუჩა #8, Fabrika) გაიმართება პანელ- დისკუსია „ეკოსისტემების შექმნა მდგრადი სოციალური ცვლილებისთვის“. ქართველი და

საქართველოში ასევე, წარმატებული ქართველი სოციალური მეწარმეები გამართავენ

პრეზენტაციებს მათი საქმიანობის შესახებ”, – განაცხადეს  Impact Hub Tbilisi-ში.

მათივე თქმით, ღონისძიება ტარდება საერთაშორისო MitOst  ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით.  ასევე, MitOst ფესტივალის ეგიდით, Impact Hub-ში, 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება პანელ-დისკუსია სახელწოდებით „ინკლუზიური ქალაქები: ურბანული საჯარო სიკეთე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები