LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სამშობიარო კლინიკაში ჩვილი გარდაიცვალა – ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს: “კითხვა მაქვს, რატომ დაიღუპა, რატომ მაშინვე არ გააკეთეს ოპერაცია?”

461
პინეოში ბავშვბი გარდაიცვალა

სამშობიარო სახლ „პინეოში“ 9 ივნისს ჩვილი გარდაიცვალა. 23 წლის მშობიარე ნათია კუპატაძის ახლობლები და ოჯახი კლინიკის პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბავშვი ექიმის დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.

ნათია კუპატაძის ოჯახი ექიმის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. სამშობიაროს ეზოში გარდაცვლილი ჩვილის ოჯახის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

„მიუციათ მეოთხედი გამაყუჩებელი და აკვირდებოდნენ. მშობიარობა და ტკივილები ჩვეულებრივად ჰქონდა და ბავშვის გულისცემაც ჩვეულებრივ ისმოდაო, ამბობენ.

წყლები დაღვარა ამღვრეული. ამის შემდეგ პასუხი იყო, რომ ამღვრეული წყლების გამო იყო თრომბოზი, ბავშვი დაიღუპა. კითხვა მაქვს, რატომ დაიღუპა და რატომ მაშინვე არ გააკეთეს ოპერაცია, როცა ნახეს, რომ წყლები იყო ამღვრეული?

მანამდე ნათიამ მომწერა, რომ ორი კვირის წინ ჰქონდა ტკივილები, „მივედი, ექიმმა არ გამსინჯა, გამომიშვა სახლში და მითხრა 2-3 დღეში დაგეწყება ტკივილებიო, 42 კვირაზე ამშობიარეს გოგო, ბავშვი დაიღუპა, აბა რა იქნებოდა? “ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

„არ გამოვიდა არავინ არც ექთანი, არც სანიტარი, რომ დაზუსტებით აეხსნათ, რის გამო დაიღუპა ბავშვი,“  აცხადებს ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი.

„ფორტუნა“ მომხდარზე დეტალების გარკვევას „პინეოში“ ცდილობს.

წყარო „მთავარი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები