თბილისში, სანაპიროზე ჭიათურა-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი კი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.